ლეიკემიის უჯრედები ერთმანეთის განადგურებას შეძლებენ

ლეიკემია უარყოფით გავლენას ახდენს ძვლის ტვინზე და სისხლზე და მისი მკურნალობისას ექიმები ხშირად გაუთვალისწინებელ სირთულეებს აწყდებიან. ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences, ადამიანებს აძლევს იმედს, რომ ლეიკემიის უჯრედები საკუთარ თავს გაანადგურებენ და არა ჯანსაღ ნაწილებს.

The Scripps Research Institute-ის მკვლევარები ხსნიან ტექნიკას, რომლებიც ლეიკემიის უჯრედებს "არწმუნებს" გარდაიქმნას ლეიკემიასთან მებრძოლ იმუნურ უჯრედად.

ანტისხეულები წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემის მიერ ნატურალურად შექმნილ პროტეინებს. ისინი მოქმედებენ როგორც პოლიციელები და "ხელბორკილს ადებენ" სისხლის თეთრ უჯრედებს, შლიან და ანეიტრალებენ უცხო, ორგანიზმში შემოჭრილ მიკრობებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეულით თერაპიის მოდელი, რომელიც მუშაობს იმუნური უჯრედების დეფიციტის მქონე ორგანიზმში. მათთვის მოულოდნელი იყო იმის დანახვა, რომ ეს ანტისხეულები გარდაქმნიდნენ ძვლის ტვინის მოუმწიფარ უჯრედებს ისეთ სრულიად განსხვავებულ ტიპად, როგორიც გვხდება ნერვულ სისტემაში. 

მკვეთრი მიელოიდური ლეიკემია (AML) არის დაავადების განსაკუთრებით აგრესიული ფორმა, რომელიც თავს ესხმის მიელოიდურ ქსოვილებს ორგანიზმში. სწორედ იმ ქსოვილებს, რომლებიც უმკლავდებიან ორგანიზმში შემოჭრილ მიკრობებს. AML წარმოქმნის ჭარბი რაოდენობის სისხლის თეთრ უჯრედს ძვლის ტვინში, რაც აბრკოლებს სისხლის ქსოვილების ტიპების ჯანსაღ განვითარებას.

მეცნიერებმა დააკავშირეს AML უჯრედებით სავსე სისხლის ნიმუში ნატურალურად შექმნილ პროტეინებთან და აღმოაჩინეს, რომ ანტისხეულებმა AML ქსოვილები გარდაქმნეს უჯრედებად, რომლებიც ეხმარებიან იმუნურ სისტემას. როდესაც იზრდებოდა რეაქციაში მყოფი ანტიბოდების რაოდენობა, ლეიკემიის უჯრედები უფრო ძლიერდებოდნენ ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსების და სიმსივნის ქსოვილების წინააღმდეგ.

გარდაქმნილმა "მკვლელად დაბადებულმა" უჯრედებმა მეცნიერებს საოცარი უნარი უჩვენეს. ისინი დღეში ანადგურებდნენ თავის თავის მსგავსი ქსოვილების 15%-ს, თუმცა ისინი მხოლოდ აგრესიული ლეიკემიის ფორმის უჯრედებს ანეიტრალებენ და არა სხვა სიმსივნურ უჯრედებს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნიკა, რომელსაც თავად "ძმისმკვლელ თერაპიას" უწოდებენ, ეფექტური იქნება პაციენტების ლეიკემიისგან განსაკურნებლად.