ებრაელები და არაბები ჰუმუსს ერთ მაგიდასთან მიირთმევენ

რესტორანი, რომელსაც "ჰუმუსის ბარი" ჰქვია და ისრაელში მდებარეობს, ებრაელებსა და არაბებს 50 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს, თუკი ისინი ერთ მაგიდასთან მიირთმევენ ჰუმუსს. 

"გეშინიათ არაბების?? გეშინიათ ებრაელების? ჩვენთან არ არიან არაბები, ჩვენთან არც ებრაელები არიან. ჩვენთან არიან ადამიანები! - ვკითხულობთ რესტორანის ფეისბუქ გვერდზე.

პოსტი ერთი კვირის წინ დაიწერა და უკვე 7 000-მდე მოწონება და 2 000-მდე გაზიარება აქვს.

რესტორანის მენეჯერის Kobi Tzafrir-ის განცხადებით, ახალი წამოწყება კარგად მიიღეს როგორც არაბებმა, ასევე ებრაელებმა.