საქართველოში ამიერკავკასიაში პირველი წყლის ელექტრონული აღმრიცხველი სისტემა მონტაჟდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციური პროექტის - „ელექტრონული აღმრიცხველის“ დანერგვა დაიწყო. პირველი საპილოტე პროგრამა ქალაქ მარნეულში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, მოხდება გახარჯული წყლის მიმდინარე ჩვენებების ბილინგის ბაზაში აღრიცხვა.

წარმოდგენილი სისტემის მეშვეობით, აბონენტს ყოველთვის ეცოდინება, თავისი მრიცხველის ზუსტი ჩვენება. გარდა ამისა, ,,ელექტრონული აღმრიცხველი’’ დროულად დააფიქსირებს მრიცხველის დაზიანების შემთხვევებს, რაც მყისიერი რეაგირების საშუალებას მოგვცემს და საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

"ელექტრონული აღმრიცხველი" სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მოსახლეობას გადასახადის გადახდა არ მოუწევს.

წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე, ტექნოლოგიურ სერვისის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. რისთვისაც კომპანიის სერვის ცენტრის აგენტები თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ გადამზადებასაც გაივლიან. ,,ელექტრონული აღმრიცხველის’’ სისტემის დანერგვით საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა.