ფსიქოთერაპია შიზოფრენიისგან განკურნების შანსს იძლევა

ჯონ კეინი. Hofstra North Shore-LIJ School of Medicine-ის ფსიქიატრიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც კვლევას უძღვებოდა.

აშშ-ში 2 მილიონზე მეტი ადამიანია შიზოფრენიით დიაგნოზირებული და მათი მკურნალობის ფორმები მოიცავს მაღალი დოზის ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებას, რომლებიც ჰალუცინაციებს და ილუზიებს ნაწილს ახშობს, თუმცა აქვთ შეუგუებელი გვერდითი ეფექტები - წონის ჭარბად მატება ან კანკალის შეტევები, რომლებიც ენერგიას აცლის ადამიანს.

აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ კვლევამ გამოავლინა, რომ თუ შიზოფრენიით დაავადებული პაციენტები მიიღებენ მცირე დოზის ანტიფსიქოზურ პრეპარატს, სამაგიეროდ მაღალი "დოზის" ფსიქოთერაპიას, რომელიც გულისხმობს ფსიქიატრის და პაციენტის საუბარს და ოჯახის მაქსიმალურ მხარდაჭერას ამ პროცესში, ორ წელიწადში განკურნების სტადიას დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდებიან.

კვლევა გამოქვეყნდა The American Journal of Psychiatry-ში და კონგრესი უკვე აპირებს თავიდან განიხილოს მენტალური ჯანმრთელობის რეფორმა და ის, თუ რამდენად ეფექტურია მკურნალობის ძველი და ახალი ფორმა დაავადებასთან ბრძოლისას.

2014 წელს, ამერიკის კონგრესმა 25 მლნ აშშ დოლარი გამოყო ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევებისთვის, გრანტს 32 შტატში იყენებენ. კვლევებს მეთვალყურეობას უწევს ექიმი რობერტ ჰეინსენი, რომელიც სერვისების და ინტერვეციის კვლევების დირექტორია.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მკურნალობის ის მეთოდები, რომლებიც წლების განმავლობაში მიიჩნეოდა არასაკმარისად, შედეგიანია. ფსიქოზის პირველი შეტევა 20-იან წლებში ან გვიან თინეიჯერობის ასაკში იწყება. რაც უფრო ადრე დაიწყებენ ადამიანები მკურნალობას, მით უფრო დიდია მაღალ ასაკში მათი შიზოფრენიისგან განკურნების შანსი.