ხელნაკეთი საათის გამო დაპატიმრებული ბიჭის ზღაპრული ცხოვრება

ალბათ გახსოვთ სექტემბრის თვეში მომხდარი ამბავი, როდესაც 14 წლის აჰმედ მუჰამედი ხელნაკეთი საათის გამო დააპატიმრეს. საქმე იმაში იყო, რომ მასწავლებელს, რომელსაც აჰმედმა საათი აჩვენა, ნაკეთობა ბომბი ეგონა და უსაფრთხოების მიზნით პოლიციას გამოუძახა.

მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან მალე ბიჭი თეთრ სახლში დაპატიჟეს, სოციალური ქსელების მეშვეობით კი მოსწავლეს ჰილარი კლინტონი და მარკ ცუკერბერგი გამოეხმაურნენ. 

ამჟამად აჰმედის გულშემატკივართა რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია. მომხდარის შემდეგ ბიჭუნა არაერთ ცნობილ ადამიანს შეხვდა, რომლებიც მას ამხნევებენ და მხარს უჭერენ, გააგრძელოს სწავლა და საინტერესო ცხოვრება.

გთავაზობთ ფოტოებს, სადაც ასახულია ბიჭუნას ახალი ცხოვრება.

სურათზე აჰმედი Google-ის ერთ-ერთ დამაარსებელ Sergey Brin-თან ერთად არის. როგორც ტვიტერის პოსტიდან ირკვევა, ბიჭუნას კომპანიაში დასაქმებას შეჰპირდნენ.

ამჯერად აჰმედი სუდანის პრეზიდენტთან არის სტუმრად. ეს ქვეყანა ბიჭუნასთავის განსაკუთრებულია, რადგანაც მისი მამა სუდანიდანაა ემიგრირებული. ბიჭუნა პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოჯახთან ერთად ეწვია.

სელფი თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსთან ერთად.

მუჰამედი იორდანიის დედოფალთან ერთად. სურათი გადაღებულია სექტემბერში გაეროს კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ სოციალური სიკეთის სამიტზე.
 

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ ბიჭუნას სახელობის დღე დააწესა. 28 სექტემბერს "აჰმედის დღე" დაარქვეს.

აჰმედი ოჯახთან ერთად მექაში.
 

აჰმედი სტუმრად გადაცემაში. 

ეს და კიდევ ბევრი სხვა სასიამოვნო ამბავი მოხდა აჰმედის ცხოვრებაში ცნობილი ამბის შემდეგ.