პიარ-კამპანია - "ოქტომბერი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში" წარმატებით მიმდინარეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის "Tastingwork"-ის (აშშ) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ოქტომბრის თვეში ამერიკის მასშტაბით ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას - "ოქტომბერი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში". 

ქართული ღვინის პიარ-კამპანიის ფარგლებში დეგუსტაციები უკვე გაიმართა სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში. დეგუსტაციების პარალელურად იმართება სემინარები ქართული ღვინისა შესახებ. აღნიშნულ დეგუსტაციებსა და სემინარებს ასობით ღვინის პროფესიონალი და იმპორტიორი ესწრება. მათ შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეადარონ ტრადიციული და ევროპული წესით დამზადებული სხვადასხვა სტილის ღვინო.

როგორც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი აღნიშნავს, ქართულმა ღვინომ პროფესიონალებისა და იმპორტიორების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ უფრო მეტი გაიგოს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ.

პიარ-კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი 19 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართება.