ცნობილია ბრიჯიტ ჯონსის მე-3 ნაწილის გამოსვლის თარიღი

12 წლიანი განშორების შემდეგ, მხიარული ბრიჯიტ ჯონსი ტელეეკრანზე ბრუნდება. მთავარ როლებში კვლავ რენე ზელვეგერი და კოლინ ფერტი წარმოგვიდგებიან.

2001 და 2004 წლის შემდეგ ბრიჯიტ ჯონსის მესამე ფილმზე Bridget Jones's Baby სამი კომპანია Universal, Miramax და Studiocanal იმუშავებს. 2016 წლის 16 სექტემბერს კი ფილმი კინოთეატრებს მაყურებლებით გაავსებს.

გადაღებები დაწყებულია და ინტერნეტში უკვე გავრცელდა ბრიჯიტ ჯონსის ახალი სურათი, რომელშიც რენე ზელვეგერს დღიურის ნაცვლად აიპადი უჭირავს.

კომედიას უბრუნდება "ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" რეჟისორი შერონ მაგუაირი. ფილმი კვლავ ჰელენ ფილდინგის შექმნილ ინგლისელ ქალზე მოგვიყვება, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შვილს ელოდება.