მეცნიერების ახსნა, თუ რატომ აღიქვა ზოგმა ადამიანმა ეს კაბა თეთრად

გახსოვთ კაბა, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა? მილიონობით ადამიანი ამტკიცებდა, რომ კაბა იყო ლურჯი - შავი მაქმანებით, მეორე მილიონი კი ირწმუნებოდა, რომ კაბა თეთრი იყო - ოქროსფერი არშიით.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეძლეს პრობლემის გადაჭრა და იპოვეს პასუხი, თუ რატომ ხედავდა უამრავი ადამიანი შავს - ოქროსფრად.

მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ მოხალისეები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის მოამზადეს, ტომოგრაფიის პროცესში კი აჩვენეს კაბის სურათი. დაკვირვების პროცესში მეცნიერებმა შენიშნეს უმცირესი დეტალი, თუ როგორ იცვლებოდა ტვინის ფუნქციონირება სურათის აღქმისას.

ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ კაბას თეთრ და ოქროსფერ ფერებში, ჰქონდათ დამატებითი აქტივობები ტვინის წინა და პარიეტულ არეაში, რომლებიც მთავარი სფეროებია ვიზუალური აღქმის, შერჩევითი ყურადღების (ტენდენცია ინდივიდის ქცევაში, რომელიც მდგომარეობს მხოლოდ იმ ინფორმაციისთვის ყურადღების მიქცევის მიდრეკილებაში, რომელიც შეესაბამება მის მოთხოვნებსა და ინტერესებს. ან ემთხვევა მის მოსაზრებებს) და გონებრივი არგუმენტაციის დროს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ადამიანების ტვინი, რომლებიც ხედავდნენ კაბას თეთრად და ოქროსფრად, იმაზე მეტი დატვირთვით მუშაობდა სურათის ასაღქმელად, ვიდრე საჭირო იყო. სწორედ ეს მოვლენა უძღვოდა წინ მათ აღქმას, რომ ლურჯი ფერი თეთრი კაბის ჩრდილი იყო.

ლონდონში, ქრისტიანულმა ჯგუფმა კაბა ქალზე ძალადობის მიმართ ყურადღების მისაპყრობ სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა