"ბედნიერების ტერიტორია" გაიხსნა

ზუგდიდში, სამხატვრო გალერეაში, ასოციაცია "ქსენონის" პროექტი "ბედნიერების ტერიტორია" საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი ზუგდიდში მცხოვრები მოზარდებისთვის გაკეთდა.

პროექტის ფარგლებში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ სპორტისა და ხელოვნების სხვადასხვა სახეობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სოციალურად დაუცველი და მართლმსაჯულებასთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები.

პროექტი „ბედნიერების ტერიტორია“ ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.