"რედისონ ბლუ ივერიაში" განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

25 ოქტომბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში „განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2015“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ყველა მსურველს შეეძლება გაესაუბროს უცხოური უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ინფორმაცია მიიღოს საზღვარგარეთ სწავლის, სტიპენდიებისა და სტაჟირებების შესახებ.

გამოფენაზე მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები, ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ლატვია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. 

გამოფენაზე მონაწილეობენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • ამერიკის საელჩო საქართველოში – სტიპენდიები ამერიკის შეერთებულ შტატებში
  • ESN Tbilisi – ერასმუსის სტიპენდიები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში
  • British Council – სხვადასხვა დონისა და სირთულის საერთაშორისო გამოცდა ინგლისურ ენაში
  • AIESEC – მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტაჟირება (იტალიაში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, პოლონეთში, თურქეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ეგვიპტესა და ჩინეთში)
  • ELL – საგანმანათლებლო სააგენტო – ინგლისური ენის ზოგადი ან პროფესიული კურსები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და ენის სკოლებში (დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, შვეიცარია, იტალია და ა.შ) მთელი წლის განმავლობაში
  • Libra – წამყვანი ბრიტანული, ამერიკული, იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების და ენის სკოლების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
  • „ბერნეისის პიარ კოლეჯი“- მაღალი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება 11 წლიანი გამოცდილებით, ამერიკული პროგრამებით და ყველაზე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი 20 ტრენერით
  • Oxford House – ისწავლო Oxford House-ში ნიშნავს ისწავლო პროფესიონალებთან ერთად. ინგლისური ენა წარმატებული კარიერისთვის

ღონისძიების ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია - Edu-Guide.Ge. განათლების გამოფენაზე დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.