მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ქცევის გამოცნობა შეუძლია

რობოტები არ კმაყოფილდებიან მანქანების მართვით და ჩვენი სამუშაოების წართმევით. ისინი მალე ფსიქოლოგების ფუნქციას შეითავსებენ. ამერიკელმა ბიო-ინჟინრებმა შექმნეს "ფსიქიკური რობოტი", რომელიც მათემატიკური ალგორითმების გამოყენებით მაღალი ალბათობით გამოიცნობს, რის გაკეთებას ვაპირებთ. 

მოწყობილობა ადამიანების გონებას ვერ კითხულობს. თუმცა, მას შეუძლია გამოთვალოს ჩვენი გეგმები, წარსული ქცევებიდან გამომდინარე, მაშინაც კი, თუ ჩვენი მოქმედებების ჯაჭვში რომელიმე წვრილმანი ქცევა გამოტოვებულია.

მაგალითად, დაიხარეთ მაგიდისკენ, რომ აიღოთ კონკრეტული ნივთი, თუმცა განუსაზღვრელმა შემხვედრმა ობიექტმა ამაში ხელი შეგიშალათ. თქვენს სიახლოვეს მდგომი ადამიანი გამოიცნობს თქვენი მოქმედებების ტრაექტორიას, თუმცა მიხვედრილობის უნარით დაჯილდოებულებს შორის, შესაძლოა რობოტები აღმოჩნდნენ.

თეორიის დასამტკიცებლად, ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სწორედ აღნიშნული სცენარი გამოსცადეს: ადამიანის ხელი ცდილობს მიწვდეს მაგიდაზე ერთ-ერთ ობიექტს, თუმცა მას განზრახულში ხელი ეშლება. შექმნილი ინოვაციური ალგორითმის წყალობით, რომლის მსგავსიც აქვს ადამიანის ტვინს, რობოტი ვარაუდობს, საით აპირებდა ხელი "წასვლას" და ეხმარება მას.

გამოგონება და მისი შესაძლებლობები ნამდვილად შთამბეჭდავად ჟღერს. გონიერი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლოა ავირიდოთ მანქანების მწყობრიდან გამოსვლა, განსაკუთრებით თვითთმართველი რეჟიმის ტრანსპორტის შემთხვევაში.

"თუ მანქანა ყინულზე მოსრიალდება, კარგი იქნება თავად იცოდეს საით ვაპირებდით წასვლას და ჩვენ მშვიდად დაველოდოთ მის მოქმედებას და გადახრილი მანქანის კურსის გასწორებას" - ამბობს ჯასტინ ჰოროვიცი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.