The Independent: „ქართული ფილმების სანახავად უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ“

ბრიტანული გამოცემა The Independent ქართული კინოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ბოლო ორი წელია ქართული ფილმები ჯილდოვდებიან სხვადასხვა ფესტივალზე. ქართული კინოს წარმატებას თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველომ რუმინეთი ჩაანაცვლა და იქცა ქვეყანად, სადაც მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ფილმები იქმნება“. - ნათქვამია სტატიაში.

სტატია ასევე ეხება ახლახან ლონდონში ჩატარებულ ქართული ფილმების ფესტივალს, რომელიც დადებითად არის შეფასებული და როგორც ირკვევა, „ფესტივალის გახსნაზე გამოითქვა იმედი, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.”

სტატიაში განხილულია ქართული ფილმები: „მანდარინები", „სიმინდის კუნძული", „გრძელი, ნათელი დღეები", „შემთხვევითი პაემნები", „მარტო, საქართველო", „პრეზიდენტი".