Facebook მალე შემოგვთავაზებს Like ღილაკის ალტერნატიულ ვერსიებს

ფეისბუქი - ადგილი, სადაც არ მოიწყენ. 15 სექტემბერს მარკ ცუკერბერგმა კითხვა-პასუხის რეჟიმის შეხვედრა გამართა კალიფორნიაში, სადაც მას ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელი იყო ფეისბუქზე dislike ღილაკის გამოჩენა.

მარკმა უპასუხა, რომ გუნდი მუშაობს, რომ საზოგადოებას მოწონების გარდა განსხვავებული ემოციის გამოხატვის საშუალებაც ჰქონდეს მეგობრების ონლაინ პოსტებზე, თუმცა ეს არ იქნება dislike ღილაკი. ახალი ფუნქცია მეტად წარმოაჩენს ემპათიურ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ამბის მიმართ.

მართლაც, მოწონების ალტერნატიული ემოციები უკვე არსებობს. მოდელი ირლანდიაში და ესპანეთში პარასკევის დადგომამდე ჩაეშვება, თუმცა უცნობია როდის ექნება მსოფლიოს ფეისბუქის პოსტების ახალი რეაქციებით შეფასების საშუალება.

როგორც სურათზე ხედავთ, მოწონების ალტერნატიული რეაქციებიდან 4 პოზიტიურ ემოციებს უჭირავს, 1 გაოცებას, 2 მათგანი კი სევდას და ბრაზს გამოხატავს. მათგან არც ერთია dislike ღილაკი.

"ჩვენ საშუალებას გაძლევთ თქენი სიმპატია ან სხვა რეაქცია მარტივად გამოხატოთ" - ეხმიანება სიახლეს მარკ ცუკერბერგი.