უნიკალური ოპერაცია: ექიმებმა თავი და ხერხემალი ერთმანეთს დაუკავშირეს

16 თვის ბიჭი ავარიაში მოყვა. შედეგად, მისი თავი და ხერხემალი ერთმანეთს დაშორდა. ბიჭუნა ბრისბენის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას ოპერაციას ექვსი საათის განმავლობაში უკეთებდნენ. ქირურგებმა გამოიყენეს ბიჭუნას ნეკნი, რათა დაეკავშირებინათ მისი დაშორებული მალები. ექიმების თქმით, საქმე ჰქონდათ კისრის პირველი და მეორე მალის ადგილმდებარეობის შეცვლას, რაც მოტეხილობით იყო განპირობებული.

„ბევრი ბავშვი ვერ გადაურჩებოდა ასეთ დაზიანებას. გადარჩენის შემთხვევაში კი მოძრაობასა და სუნთქვას დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე, ვერ შეძლებდნენ." - განაცხადა ქირურგმა Geoff Askin-მა.

ბიჭუნას ოპერაციიდან ორი კვირაა გასული. პატარა პაციენტი იცინის, ჭამს და დადის. მას მოუწევს 8 კვირის განმავლობაში სპეციალური ფიქსატორი ეკეთოს, რის შემდეგაც ჩვეული ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდება.