გამოიცა სრულად ილუსტრირებული "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"

ასეთი ჰარი და წიგნის სხვა გმირები არასდროს გინახავთ. 

ბესტსელერი ჰარი პოტერის არსებობის ისტორიაში პირველად, ის სრულად ილუსტრირებული სახით წარმოგვიდგება. ფერადი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გაყიდვაში 6 ოქტომბერს ჩაეშვა. სერიის სხვა 7 წიგნი მომავალ წლებში გამოქვეყნდება.

ახალ წიგნში ასზე მეტ ილუსტრაციას შეხვდებით, რომელთა ავტორიც 2015 წელს Kate Greenaway-ის ჯილდოს მფლობელი ჯიმ კეია. წიგნის შეძენა Amazon.com-ზე შეგიძლიათ.

ჰარი პოტერის წიგნები 78 ენაზეა ნათარგმნი და მათი 450 მილიონზე მეტი ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.