ყოველკვირეული ლექციების სერია კინომოყვარულთათვის ღია კინოთეატრში

კინომოყვარულებს და არა მარტო მათ არტარეა ყოველკვირეული ღია ლექციების სერიას სთავაზობს. ლექციები ვარდების ბაღში, ღია კინოთეატრში, გაიმართება, სადაც ცნობილი ქართველი რეჟისორები დამსწრე საზოგადოებას კინოწარმოებასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ლექციას წაიკითხავს თემურ ბაბლუანი, რომელიც ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გადავიღოთ ფილმი როცა სახსრები მინიმალურია. ასევე მოგვიყვება საკუთარ სადიპლომო ნამუშევარ "ბეღურების გადაფრენის" შესახებ. 

მასტერკლასის შემდეგ გაიმართება ფილმის ჩვენება. საღამოს გაათბობს ცხელი ჩაი და გლინტვეინი.

დასწრება თავისუფალია.