ერასმუსის და სხვა უცხოენოვან გაცვლით პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უცხოენოვან გაცვლით პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

მონაწილეობის მსურველების შესარჩევ წერით ეტაპზე დარეგისტრირება 13 ოქტომბრამდე მოხდება. ამისთვის სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) ელ-ფოსტაზე examcenter@tsu.ge, სათაურში კი მიუთითონ სახელი, გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური.

ტესტირება 2015 წლის 15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11) ჩატარდება, აუცილებელია ტესტირებაზე პირადობის მოწმობით წარსდგეთ.

Erasmus+ის ფარგლებში კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გამოცხადდა. რუმინეთში, ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში მობილობისთვის მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ილიაუნის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ისე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა ერასმუს მუნდუსის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

სასარგებლო ლინკები თსუ-ს სტუდენტებისთვის:

ამასთან ერთად, Erasmus+-ის ეროვნული ოფისი ატარებს კონსულტაციებს სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის (Erasmus Mundus Joint Master Degrees). კონსულტაციები ტარდება ოთხშაბათობით 3-დან 6 საათამდე (21 ოქტომბრის გარდა) მისამართზე ოთარ ჩხეიძის ქ. #5.

შეგახსენებთ, რომ შექმნილია საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა ProGeorgia საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის.