25 წლის საიუბილეო საკონცერტო ტურს თბილისში იწყებს ჯგუფი „Fourplay“

სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური ჯგუფი „Fourplay“. კონცერტი 29 ოქტომბერს გაიმართება.

Fourplay ამერიკული ჯაზ კვარტეტია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. თავდაპირველად ჯგუფის წევრები იყვნენ: ბობ ჯეიმსი (კლავიში), ლი რიტნაური (გიტარა), ნათან ისტი (ბასი) და ჰარვი მეისონი (დრამი). 1997 წელს ლი რიტნაურმა ჯგუფი დატოვა და მისი ადგილი ლარი კარლტონმა დაიკავა, რომელიც მოგვიანებით ჩაკ ლოუბმა ჩაანაცვლა.

1991 წელს, ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Fourplay“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ში. ალბომმა „Between the Sheets“ 1993 წელს "გრემი" დაიმსახურა, ხოლო 1995 წლის პროექტი „Elixir“ ჩარტებში 90 კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. 2015 წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოსცა ახალი ალბომი „Silver“, რომელიც „Fourplay“-ს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.