თინეიჯერმა შშმ მშობლებისთვის ადაპტირებული საბავშვო ეტლი შექმნა

მიჩიგანელმა თინეიჯერმა იმ მშობლებს, რომლებიც ეტლში ზიან, თავისი გამოგონებით კომფორტი შეუქმნა.

16 წლის ალდენ კეინმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ეტლში მჯდომ დედას ან მამას ბავშვის სასეირნოდ წაყვანის საშუალებას მისცემს.

შშმ მშობლებისთვის ადაპტირებული საბავშვო ეტლი უკვე გამოსცადა შარინა ჯოუნსმა და თავისი ახალდაბადებული შვილი სასეირნოდ წაიყვანა.

"მოწყობილობის შექმნისას უმაღლესი პრიორიტეტი რა თქმა უნდა პატარას უსაფრთხოება იყო, შემდეგ კი ეტლში მჯდომი დედისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება." - უთხრა კეინმა Fox 2-ის ჟურნალისტს.