ჰარვარდის უნივერსიტეტი ასტრობიოლოგიის უფასო ონლაინ კურსს გთავაზობთ

დაინტერესებულნი ხართ უცხოპლანეტელებით, მათი ცხოვრებით ან მოძებნის გზებით? ჰარვარდის უნივერსიტეტი ასტრობიოლოგიის უფასო ონლაინ კურსს გთავაზობთ.

ასტრობილოგია ორ მიმართულებას აერთიანებს - ასტრონომიას და ბიოლოგიას. კურსის განმავლობაში თქვენ ისწავლით მეცნიერულ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა სიცოცხლე დედამიწაზე, როგორ აღმოაჩინეს პლანეტები სხვადასხვა ვარსკვლავების გარშემო, რა აქცევს ჩვენს პლანეტას სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ადგილად და როგორ ვეძებოთ სიცოცხლე კოსმოსში.

ონლაინ კურსი 13 ოქტომბერს დაიწყება. ის ინგლისურ ენაზე იქნება წარმოდგენილი და საშუალება გექნებათ ონლაინ აუდიტორიას და ლექტორებს საფასურის გარეშე შეუერთდეთ. თქვენ მხოლოდ გამოცდების შემდეგ სერტიფიკატის საფასურის, $49-ის გადახდა მოგიწევთ. კურსს ასტრონომიის პროფესორი ჰარვარდში დიმიტრ სასელოვი და ჰარვარდის ონლაინ კურსების შემქმნელი კოლინ ფრედერიკსი გაუძღვებიან.