ჩინეთის დღის აღნიშვნა დედაენის ბაღში

პირველად საქართველოში 11 ოქტომბერს 12 საათიდან დედაენის ბაღში აღინიშნება ჩინეთის დღე. 

ღონისძიებაზე იქნებიან ჩინელი მოცეკვავეები და აკრობატები. იხილავთ ფოტო გამოფენას, დააგემოვნებთ ჩინურ კერძებსა და ჩაის. ასევე შეგეძლებათ გაეცნოთ ჩინურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებს.

პარკში რადიო ჯაკოს ექნება ღია ეთერი და თქვენ ნახავთ, თუ როგორ მუშაობს რადიო. 

ბავშვებისათვის იქნებიან ანიმატორები ჩინურ ტრადიციულ კოსტიუმებში და დიდი სასაცილო პანდა. 

ჩინური დღის ორგანიზატორები არიან: მედია ჰოლდინგი “gbtimes” და რადიო ჯაკო ჩინეთის საელჩოს თანადგომით, კონფუცის ცენტრი და თბილისის მერია.