რაგბის მსოფლიო თასზე მორაგბემ შეყვარებულს ცოლობა სთხოვა

რაგბის მსოფლიო თასზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს, რუმინელმა ნახევარმცველმა Florin Surugiu-მ ირლანდიისა და რუმინეთის მატჩის დამთავრების შემდეგ შეყვარებულს ხელი სთხოვა. 

რუმინეთმა ეს თამაში 44-10 წააგო, მაგრამ გუნდის ერთი წევრი მაინც იყო იმ დღეს გამარჯვებული. მან გოგონას თანხმობა გუნდელებისა და თაყვანისმცემლების წინაშე მიიღო.