მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

www.green-card.com-ის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოდან მწვანე ბარათი 571-მა მოქალაქემ მოიგო, რაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლით ცხოვრების, სწავლის და მუშაობის უფლებას აძლევს.

ამერიკის საელჩო პარასკევს, 2 ოქტომბერს 2 საათზე გამართავს შეხვედრას მწვანე ბარათის გათამაშების თემაზე. შეხვედრა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ამერიკულ კუთხეში, გაიმართება.

შეხვედრაზე აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებენ. დასწრება თავისუფალია.

თუ შეხვედრაზე ვერ ახერხებთ დასწრებას, შეგიძლიათ ფეისბუქზე, საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დასვათ შეკითხვები 2 ოქტომბერს 17:00 საათზე, სადაც საკონსულოს წარმომადგენლები გიპასუხებენ.

პირველ ოქტომბერს საღამოს 8 საათზე დაიწყება მწვანე ბარათის გათამაშების სააპლიკაციო პროცესი ვებ. გვერდზე www.dvlottery.state.gov. რეგისტრაცია 2015 წლის 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.