ექსპედიცია "მყინვარწვერი 2015" მონაწილეობის მსურველებს უხმობს

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია 4-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით აწყობს ექსპედიციას "მყინვარწვერი 2015".

ექსპედიციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც 1994-1998 წლებშია დაბადებული და თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მესტიაში, ლენტეხში, გორში ან ყაზბეგში ცხოვრობს.

ექსპედიციის ხელმძღვანელია გამოცდილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე, რომელსაც უამრავი ურთულესი მწვერვალი აქვს დაპყრობილი. 

მონაწილეები აღიჭურვებიან საბაზო სამთო საჭურველით. მსვლელობისას მათ ინსტრუქტორები დაეხმარებიან. ასევე ტრანსპორტი და კვება უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მხრიდან. აუცილებელია პირადი საჭურვლის ქონა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს, მონაწილეობის მსურველებმა კი შეავსეთ განცხადების ფორმა.