თბილისში სოციალური საწარმო "ბაბალე" გამოფენა-გაყიდვას მართავს

28 სექტემბერს თბილისში სოციალური საწარმო "ბაბალე" გაიხსნა, სადაც 4 ოქტომბრიდან ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

საწარმოში არის სახელოსნო და მაღაზია სალონი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები სხვადასხვა ხელობას ეუფლებიან და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ივითარებენ. "ბაბალე" ბენეფიციარებს ინკლუზიური განათლების მიღებასა და დასაქმების ხელშეწყობაში ეხმარება.

სალონში შეხვდებით მათ შექმნილ ჩანთებს, თოჯინებს, ზარდახშებს და სხვადასხვა ხელნაკეთ სუვენირებს. ბაბალე დილის 11 საათიდან გელოდებათ ნაფარეულის #6-ში. 

სოციალური საწარმოს ოფიციალური პრეზენტაცია 4 ოქტომბერს გაიმართება.