ჟესტების ენაზე „მომღერალმა“ შვედმა მაყურებლების გული დაიპყრო

გასულ კვირას ჟესტების ენის  შვედი თარჯიმანი ტომი კრანგი სიმღერის ადგილობრივ კონკურსზე "Melodifestivalen," წარსდგა. ტომმა სცენაზე მაგნუს გარლსონის სიმღერის ინტერპრეტაცია შეასრულა და მთელი დარბაზი აღტაცებაში მოიყვანა.

14 მარტს Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოს უკვე 1 400 000–მდე ნახვა აქვს.

მას ხუმრობით „ჟესტების ენის მაიკლ ჯეკსონიც“ კი უწოდეს.

ქართველი მაყურებელი გასულ წელს უკვე გახდა მსგავსი სატელევიზიო ნომრის მოწმე. ტელეპროექტ „ნიჭიერში“ კოკა და ნინოს მიერ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ემოციურმა შესრულებამ ყველა ქართველის გული მოიგო.