როგორ ჩანდა გუშინ მთვარის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

მინსკი, ბელორუსი

გუშინ დედამიწის ზოგიერთი კუთხიდან ადამიანები მთვარის დაბნელების მომსწრენი გახდნენ. მოვლენა ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა და 2033 წლამდე აღარ განმეორდება.

ამ იშვიათ შემთხვევას "სუპერ მთვარესაც" ეძახიან, რადგან მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება და ცაზე ძალიან დიდი ზომით ჩანს. დაბნელება მთვარეს წითელ ფერს აძლევს, რის გამოც მას "სისხლიან მთვარეს" უწოდებენ.

მოვლენა შეუიარაღებელი თვალით ჩანდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, დასავლეთ აფრიკიდან და დასავლეთ ევროპიდან, თუმცა ავსტრალიის მაცხოვრებლებმაც დააფიქსირეს უჩვეულოდ "ახლოს მოსული" მთვარე. 

სუპერ მთვარის ზუსტ დეფინიციაზე ასტრონომები დღემდე დაობენ. სანამ ისინი საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებიან, გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნიდან დანახულ მთვარის დაბნელებას, რომლებიც ინტერნეტმომხმარებლებმა ტვიტერზე და ინსტაგრამზე გაუზიარეს მსოფლიოს.

1.აშშ, არიზონა;

2.ინგლისი, ბოლსოვერის სასახლე;

3.გერმანია, კოლოგნეს ეკლესია;

4.დორსეტი, ინგლისი;

5.აშშ, ლას-ვეგასი;

6.ავსტრალია, მელბურნის სანაპირო;

7.კანადა, ედმონტონი;

8.გაერთიანებული სამეფო, რივინგტოუნი;

9.ინგლისი, გლასტონბერი;

10.ინგლისი, უიტლეი ბეი.