ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, ლისის ტბის ფერდობზე მშენებარე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი 2016 წლის დასაწყისში დასრულდება. 

"გეგმის მიხედვით შემდეგი წლის დასაწყისში სტუდენტური საცხოვრებელი დასრულდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სტუდენტები მივიღოთ უკვე ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში."- განაცხადა მინისტრმა.

საერთო საცხოვრებლის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება. საერთო საცხოვრებელი 320 სტუდენტზეა გათვლილი, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. 

წაიკითხეთ სტუდენტური საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია ბმულზე.