რალფ ფაინსი თბილისს ესტუმრა

დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავი რალფ ფაინსი თბილისს ესტუმრა. მსახიობი დაესწრო სუხიშვილების რეპეტიციას და შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს ეწვია, სადაც ასევე რეპეტიციას დაესწრო და მსახიობებს თეატრალური ფესტივალის გახსნა მიულოცა.

ფაინსი მედიასთან კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. ასე რომ არ ვიცით, რა გეგმით ეწვია საქართველოს.

რალფ ფაინსი ცნობილია თავისი როლებით "ინგლისელი პაციენტი", "სასტუმრო გრანდ-ბუდაპეშტი", "შინდლერის სია", "მოახლე მანჰეტენიდან", "ქარიშხლიანი უღელტეხილი", "ონეგინი"... დასამახსოვრებელია მისი შესრულებით ლორდ ვოლდემორის პერსონაჟი ჰარი პოტერის 4 სერიიდან.

მწერალ დათო გორგილაძესთან ერთად