ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კიდევ ერთ ბავშვს იშვილებენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი გეგმავენ კიდევ ერთი ბავშვი იშვილონ. წყვილი შვილად აყვანის პროცესის საბოლოო ეტაპს გადის. ისინი სირიელი ლტოლვილი ბავშვის გაზრდას აპირებენ. 

პატარა სირიელი ლტოლვილი იმ სამი ძმიდან ერთ-ერთია, რომელთა მამა ადგილობრივმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს, ხოლო დედა დაბომბვის შედეგად დაიღუპა. Daily Mail-ის ცნობით ანჯელინას სამივე ძმის შვილება სურდა, თუმცა ბრედმა მას ამ გადაწყვეტილებაში მხარი არ დაუჭირა. 

ამჟამად წყვილი ექვს ბავშვს ზრდის, რომელთაგანაც სამი მათი ბიოლოგიური შვილია, სამიც აყვანილი.