ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის აქცია

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო 27-28 სექტემბერს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ატარებს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. 

ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც.
ცხოველების დასაცავად აუცილებელია მათი ყოველწლიური ვაქცინაცია.

ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართებზე: 
თბილისში - ვაკის პარკი; დიდუბე - ექსპო ჯორჯიას ტერიტორია; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში);
ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);
ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი);
თელავში - ალაზნის გამზირი (სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი). თეატრის წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან;
რუსთავში - იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი;
ახალციხეში - ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი); 
მცხეთაში - აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი); 
გორში - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ;
ბათუმში - გოგებაშვილის 46ა;
ოზურგეთში - ვ.დოლიძის N10;
ამბროლაურში - ბრატისლავა - რაჭის 17ა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 291 91 68.