კიევში ახალი საპატრულო მანქანების დიზაინი წარადგინეს

კიევში პოლიციის ახალი მანქანები წარადგინეს, რომლითაც ახლადშექმნილი საპატრულო სამსახური ისარგებლებს. ეს სტრუქტურა უკვე არსებულ "გოსავტოინსპექციას" ანაცვლებს და მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ახალ მანქანებზე საბოლოო ჩამოყალიბება ამჟამად მიმდინარეობს და ეს სადემონსტრაციო ვარიანტებია, რომელთაგან საბოლოოდ ერთს შეარჩევენ. მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რომ ავტომობილი იყოს მკვეთრი, გამორჩეული და ადვილად შესამჩნევი ცუდ ამინდშიც კი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შსს-ში რეფორმების პროცესს ქართული გუნდის წევრები ატარებენ. ერთ-ერთ ინტერვიუში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა და ამჟამად უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა, რომ პირველი რეფორმა, რომელსაც ის და მისი გუნდი გეგმავდნენ, უკრაინის საპატრულო პოლიციის შექმნა იყო. მისი თქმით, პატრულის პროგრამა საპილოტედ დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში ერთად გაეშვება, ხოლო საბოლოოდ - მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.