გააფერადე მზიური მეგობრებთან ერთად

პროექტ "ახალი მზიურის" ფარგლებში, პირველი საზოგადოებრივი სახალისო აქტივობა უკვე დაგეგმილია.

26 სექტემბერს, შაბათს, 15:00-ზე მზიური თქვენ გელოდებათ. აქციაზე ყველას შეუძლია მისვლა ბავშვებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. 

აუცილებელია ფერად ტანსაცმელში გამოწყობა და ადგილზე ბუშტებით, სახატავი ცარცებით ან საპნის ბუშტებით მისვლა. მოხალისეები ამფითეატრის გარშემო შეიკრიბებიან, სადაც მათ ნათელ განწყობას ადგილზე შემოთავაზებული მუსიკა კიდევ უფრო აამაღლებს.

"ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება მზიურის გაცოცხლება ერთიანი ძალებით" - ვკითხულობთ ღონისძიების ფეისბუქის გვერდზე.

"ახალი მზიური" ჩვენი საყვარელი ადგილის ფუნქციურად დატვირთვას გულისხმობს. პროექტს ორგანიზაცია "მზიანი" ახორციელებს ანა გოგუაძის ხელმძღვანელობით. მის შესახებ მეტ ინფორმაციას "ახალი მზიურის" გვერდზე გაეცნობით.