მსოფლიო ჩემპიონატში ტრიატლსა და ბიატლში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, დასრულდა. საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის მესამე დღეს, ინდივიდუალურ გამოსვლაში ბიატლში ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებულმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებს ჯამში სამი - 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი შემატა.

18-20 სექტემბერს, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბათუმში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში. ღონისძიება თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის ორგანიზებით გაიმართა. ქართული მხარიდან კი მათი პარტნიორი საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაცია იყო.