საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და კვლავ 13-ე ადგილი დაიკავა. 

13-ე ადგილის მოპოვებით საქართველო კიდევ ერთხელ იმეორებს საკუთარ რეკორდს. ამაზე მაღალ პოზიციაზე ქართველი მორაგბეები ჯერ არ ყოფილან.

გაეცანით პირველ ათეულში შემავალ გუნდებს.