ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Garage48-ის დეველოპერებთან ერთად ჰაკათონს გამართავს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, Garage48-სთან პარტნიორობით, ქართველ დეველოპერებს ჰაკათონს სთავაზობს, რომელიც თბილისში 25-27 სექტემბერს გაიმართება.

Garage48 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ესტონეთში 2010 წელს ესტონელი დამწყები ლიდერთა კლუბის ინიციატივით ჩამოყალიბდა და ევროპის და აფრიკის მასშტაბით დამწყები პროგრამისტების ხელშეწყობას ემსახურება.

სწორედ ეს გუნდი ეწვევა საქართველოს ჰაკათონ Garage48-ის ფარგლებში. მათ შორის არიან Skype-ის, Taxify-ის და Transferwise-ის დეველოპერები. ისინი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ პროგრამისტებს და მათ საკუთარი იდეების განხორციელებაში დაეხმარებიან.

ჰაკათონი Garage48 ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში (წერეთლის გამზირი #118) გაიმართება. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პროგრამისტს, დიზაინერს, მარკეტინგის სპეციალისტს ან უბრალოდ საუცხოო წარმოსახვის და უნარების მქონე ადამიანს, რომელსაც ახალი იდეის მზის სინათლეზე გამოტანა სურს. 

ჰაკათონი მონაწილეებს საერთაშორისო მენტორებთან შეხვედრას, პრიზებს და საინტერესო დროის გატარებას ჰპირდება. სამუშაო ენაა ინგლისური. გაიარეთ რეგისტრაცია, დამატებითი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ფეისბუქზე ღონისძიების გვერდს.