ძიუდოისტმა თამაზ კირაკოზაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დღეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო. პირველივე დღეს ქართველი ძიუდოისტები სამი მედლის: 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ.

ოქროს მედალი თამაზ კირაკოზაშვილმა ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. სლოვენიელ მეტოქე მარტინ ჰოჟაკს ქართველმა სპორტსმენმა იპონით მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელებმა გიორგი კაციაშვილმა და თორნიკე ნაგლიაშვილმა კოსოველი და ბრიტანელი სპორტსმენები დაამარცხეს. 

ტურნირზე მედლები დარჩენილ წონებში 19 სექტემბერს გათამაშდება. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი კი 20 სექტემბერს, გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.