99 წლის ქალი აფრიკელი გოგონებისთვის ყოველდღე კაბებს კერავს

99 წლის ქალბატონმა ლილიან ვებერმა სიტყვა შეასრულა და აფრიკელი პატარა გოგონებისთვის 1000 კაბა შეკერა.

„პატარა კაბები აფრიკისათვის“ კამპანიაა, რომლისთვისაც ლილიანი და ბევრი სხვა ქალბატონი კაბებს კერავს. ლილიანის მიზანი იყო შეეკერა 1000 კაბა, სანამ 100 წლის გახდებოდა მაისში.

ვებერს ჯგუფის შემქმნელი, რეიჩელ ო’ ნილი შეპირდა, რომ კაბებს ჩაიტანდა აფრიკაში და გაუგზავნიდა აფრიკელი გოგონების ფოტოებს, სადაც ლილიანის შექმნილი ტანსაცმელი აცვიათ.

„ის უანგარო ადამიანია,“ თქვა ლილიანის შვილმა. „მას უბრალოდ პატარა გოგონების დახმარება სურს.“

„10-იდან 9 ყოველთვის ამბობს, რომ მოხუცები არაფერს აკეთებენ, მაგრამ ასე არ არის,“ თქვა ლილიანმა.

ვებერი მიზნის მიღწევის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს კაბების შეკერვას პატარა გოგონებისთვის და გაჩერებას არ აპირებს.