ქართული ენა იმ უძველესი ენების ათეულშია, რომლებზეც დღემდე ლაპარაკობენ

The Culture Trip ერთ-ერთი სასიამოვნო ადგილია კიბერ სივრცეში, სადაც, ნებისმიერი ქვეყნის თუ ადგილის შესახებ, შენთვის საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ. 

საიტმა გამოაქვეყნა ათი უძველესი ენის სია, რომლებზეც სამყაროში დღემდე აქტიურად საუბრობენ. მათ შორისაა ქართული ენა.

დღემდე შემორჩენილი ანტიკური ენების ათეული ასე გამოიყურება: ებრაული, ტამილური, ლიტვური, ირანული, ისლანდიური, მაკედონიური, ბასკური, ფინური, ქართული, ირლანდიური.

სასაუბრო ენას იგივე ასაკი აქვს, რაც კაცობრიობის არსებობას. თითოეულ უძველეს ენას კი აქვს ის განმასხვავებელი განსაკუთრებული, ანტიკური მომენტი, რაც მასების დიფერენციაციას გამოხატავს.

ენების ევოლუცია ბიოლოგიური ევოლოციის პროცესს ჰგავს, ის ყოველ წუთს ხდება, ცვლილება გადაეცემა თაობიდან თაობას... ასე რომ, რთულია აღმოაჩინო ის მკაფიო დროის მონაკვეთი, როდესაც ამა თუ იმ ენამ განვითარება განიცადა.