ეგვიპტელი მილიარდერი ლტოლვილებისათვის ორი კუნძულის საყიდლად მოლაპარაკებას აწარმოებს

ეგვიპტელი მილიარდერის სურვილი, იყიდოს კუნძული სირიელი ლტოლვილებისათვის, კიდევ უფრო ახლოსაა რეალობასთან. Naguib Sawiris ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს საბერძნეთის ორი კერძო კუნძულის საყიდლად. მისი თქმით, აღნიშნული ორი კუნძული ზუსტად ისეთია, როგორიც მას თავისი პროექტისთვის გამოადგება. 

​საბერძნეთს 1200-ზე მეტი კუნძული აქვს, საიდანაც 300-ზე ნაკლებია დასახლებული. Naguib Sawiris ჯერ არ ამხელს, იმ კუნძულების მეპატრონეთა ვინაობას, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ამბობს, რომ პროექტის დაწყება 100 მილიონი დაჯდება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს Sawiris-თან პროექტის ფარგლებში.