საჩუქარი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ქართველ გულშემატკივრებს

როგორც იცით, დიდ ბრიტანეთში ხვალ, 18 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის განმავლობაში ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვედრებს საქომაგო კლუბებიდან ადევნონ თვალყური. კლუბები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იქნება განთავსებული.

იდეის ინიციატორები რაგბის კავშირი და "ვითიბი ბანკი" არიან. მათი თქმით, საქომაგო კლუბში მისული გულშემატკივრები სხვადასხვა კონკურსის საფუძველზე საჩუქრებს მიიღებენ. გათამაშდება ქართველი მორაგბეების მაისურები, ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი რაგბის ბურთები და სხვა პრიზები.

საქომაგო კლუბები განთავსდება:

  • თბილისში: ლუდის რესტორანში "ვარშტაინერი"- ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩა #12  და კუს ტბაზე - კაფე "კუს ტბა";
  • ქუთაისში: რესტორანი "პალატი" - პუშკინის ქუჩა #1;
  • ბათუმში: რესტორანი "ლიზარრან", გამსახურდიას ქუჩა #8/10.

ჩვენს სპორტსმენებს ენერგიული გულშემატკივრები სჭირდებათ. ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ "ყიჟინატორებს", რომლებიც თავის მხრივ თასის მსვლელობისას ქართველ მორაგბეებს ფუნიკულიორის ლაუნჯ ბარიდან უგულშემატკივრებენ.

"მენეჯმენტმა შემოგვთავაზა მისაღები ფასები სპეციალურ სარაგბო მენიუზე, დიიდი ეკრანი და არაჩვეულებრივი გარემო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ!" - წერენ ორგანიზატორები ღონისძიების გვერდზე.

მსოფლიო თასი 18 სექტემბერიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს: 

  1. 19 სექტემბერი, შაბათი, 15:00 — ტონგა - საქართველო;
  2. 25 სექტემბერი, პარასკევი, 19:45 — არგენტინა - საქართველო;
  3. 2 ოქტომბერი, პარასკევი, 23:00 — ახალი ზელანდია - საქართველო;
  4. 7 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 23:00 — ნამიბია - საქართველო.

© ყიჟინატორები

ამ აურზაურში არ დაგავიწყდეთ ერთი კარგი სამომავლო ამბავი: მსოფლიო რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2017 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება.