Disney მერი პოპინსის გაგრძელებას გადაიღებს

ალბათ ყველას გახსოვთ მიუზიკლი ჯადოქარ ძიძაზე და განწყობა, როდესაც ის ფილმის დასასრულს ქოლგით ტოვებს ქალაქს. როგორც ჩანს მერი პოპინსი მაყურებელთან ისევ მოფრინდება, რადგან დისნეი 1964 წლის კლასიკის გაგრძელების გადაღებას გეგმავს.

ფილმი დაფუძნებული იქნება პამელა ტრავერსის წიგნის სერიებზე, რეჟისორი კი რობ მარშალი იქნება, რომელიც ცნობილია ფილმებით "ჩიკაგო", "კარიბის ზღვის მეკობრეები" და "გეიშას მემუარები".

ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტად როდის დაუბრუნდება ლონდონში ბანკსების ოჯახს მერი პოპინსი, თუმცა უკვე ვიცით, რომ მთავარი როლისთვის ენ ჰეთეუეის კანდიდატურა განიხილება. ფილმისთვის მუსიკალურად მარკ შეიმანი და სკოტ უაითმანი გააფორმებენ.

1964 წელს გადაღებულმა ფილმმა 5 ნომინაციაში მიიღო ოსკარი.