კახეთში სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს

კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მონტაჟი მიმდინარეობს. სარაკეტო წერტილები სეტყვის საწინააღმდეგო ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტებია. სისტემის მოწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 14,7 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტს კომპანია „დელტა“ ახორციელებს.  

კახეთში სულ 83 დანადგარი დამონტაჟდება. მათი განლაგების წერტილები გეოფიზიკის ინსტიტუტისა და ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის რეკომენდაციისა და დასკვნების მიხედვით არის  შერჩეული.

სისტემა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან რაკეტების საშუალებით ღრუბელში სეტყვის კრისტალების დაშლა ადრეულ სტადიაზევე ვერცხლის იოდიდის გაფრქვევით მოხდება. რაკეტების რეაგენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გამოიყენება.

დანადგარების დატესტვა - აპრილის ბოლოს, სრული ფუნქციონირება კი ზაფხულში დაიწყება.

ყოველწლიურად სეტყვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კახეთს. 2012 წლის ივლისში მოსულმა სეტყვამ რეგიონში ათასამდე ოჯახი დააზარალა. 

სპეციალისტების პროგნოზით, სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობები სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს 85–დან 95 პროცენტამდე შეამცირებს.