ბიზნესმენმა რომან ფიფიამ 13 ივნისს დაზარალებული 5 ოჯახისთვის ბინები შეიძინა

ფოტო © ირაკლი თოფურია

13 ივნისის სტიქიის მეორე დღეს ბიზნესმენმა რომან ფიფიამ გამოთქვა ბინების შეძენის სურვილი იმ ოჯახებისთვის, ვინც სახელმწიფოს დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდებოდნენ.

ბიზნესმენის პრესსამსახურის განცხადებით ბინები უკვე შეძენილია. შეირჩევა 5 ოჯახი, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდნენ და ფინანსურად ყველაზე მეტად უჭირთ და მათ საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ბინებში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს, შემდეგ კი ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებით მოეწყობა. დაზარალებულები ახალ საცხოვრებელ ადგილას ოქტომბრის ბოლოს გადავლენ.