"შემოდგომის ლეგენდა" 2015 დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა", რომელიც უკვე მე-4 წელია იმართება, დაიწყო. 

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული და თუ გიყვარს ლიტერატურა - ეს კონკურსი შენთვისაა. პროექტში თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან.

კონკურსი ორ ეტაპად იმართება:

პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველები პროზაულ ნაშრომს (ან ნაწყვეტს), ნაბეჭდი სახით კონკურსის ელ.ფოსტაზე - shemodgomis-legenda@tsu.ge-ზე გააგზავნიან. ნაშრომის მოცულობა მინიმუმ ერთი ან მაქსიმუმ სამი თაბახის გვერდი უნდა იყოს. ჟანრი და თემა შეუზღუდავია. სავალდებულოა ანკეტის ფორმის შევსებაც, რეგისტრაცია 11 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

მეორე ეტაპზე უნივერსიტეტის ჟიური შერჩეული 10 ფინალისტი გადავა, რომლებიც მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

შემოდგომის ლეგენდის კონკურსში გამარჯვებული სამეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია "ჯეოსელის" ფულად პრემიას მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

შემოდგომის ლეგენდა მეშვიდედ იმართება.