ქართველმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 57 ქვეყნის 120 სპორტსმენი რიოს ოლიმპიური 15 საგზურისთვის იბრძოდა.

ჩემპიონატში ჩართული იყო საქართველოს სამი წარმომადგენელი: სალომე ფაჟავა, ნათელა ბოლატაევა და სალომე ურუშაძე. საკვალიფიკაციო ეტაპზე სალომე ფაჟავამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მან მრავალჭიდში 53.166 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა და ფინალის მონაწილე 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.

გურზებით სალომემ მეხუთე ადგილი აიღო, რგოლით ვარჯიშში კი 17.76 ქული მეშვიდე ადგილზე იყო. საბოლოო შედეგი ქართველმა ტანმოვარჯიშემ მრავალჭიდის ფინალში დააფიქსირა და 71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. ამ ადგილმა განსაზღვრა სალომეს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება. 

სალომე პირველი ქართველი ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა "ევროპულ თამაშებზე" და მსოფლიო თასის ფინალზე. სალომე მონაწილეობას იღებდა პროექტ "ნიჭიერშიც".