სოფიო შაფათავამ ბულგარეთის ტურნირის წყვილთა თანრიგში მთავარი პრიზი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში იღებდა მონაწილეობას, უკრაინელ მეწყვილესთან, ანასტასია ვასილიევასთან ერთად. ტურნირზე, საპრიზო ფონდი 25 ათასი აშშ დოლარი, შაფათავა და ვასილიევა პირველ ნომრად იყვნენ წარმოდგენილნი.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს მოუგო: წყვილს თურქეთიდან (6:1, 6:2), რუმინეთიდან (6:2, 6:2), ესპანეთიდან და ვენესუელადან (4:6, 6:3, 10:7), ბულგარეთიდან და ჩეხეთიდან (6:2, 6:2). ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ შაფათავამ და ვასილიევამ მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ანასტასია ვასილიევა

შაფათავამ ერთეულთა თანრიგშიც გამარჯვებებით გამოიჩინა თავი. მან 4-დან სამი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა.