საქართველოში მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი იხსნება

საქართველოში მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი, "ისთ ფოინთი" 12 სექტემბერს, 13:00 საათზე, გაიხსნება. მუსიკალურ შოუს გახსნის როკ ჯგუფი Vanilla Cage. საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან: ნინო ქათამაძე, ჯგუფი ინსაითი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - ნიკოლოზ რაჭველი. 

"ისთ ფოინთი" იქნება დასვენების, შოპინგის და გართობის ქალაქი. საერთო ჯამში "ისთ ფოინთი" მომხმარებელს 150-ზე მეტ მაღაზიასა და კვების ობიექტს სთავაზობს. 

85,000 მ2-ზე განლაგებულ საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსში განთავსებულია კავეას 10 კინოდარბაზი და რეგიონში პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო, 12 ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე & რესტორნით, ასევე კვების ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიც არის "მაკდონალდსი", "ვენდისი", "დანკინ დონატსი". 

"ისთ ფოინთში" იქნება განთავსებული რეგიონში ყველაზე დიდი "ზარა", "მანგო", "მასიმო დუტი", "სტრადივარიუსი" და "ბერშკა".

პირველად საქართველოში შეხვდებით DIY (Do It Yourself) ჰიპერმარკეტ "დომინოს", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს სახლისა და რემონტისათვის.

სავაჭრო ცენტრში იხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - "დეფაქტო", "გლორია ჯინსისა" და "ინგლოტის" პირველი მაღაზიები საქართველოში.

სავაჭრო ცენტრი თბილისში, ალ. თვალჭრელიძის # 2-ში, მდებარეობს. "ისთ ფოინთის" მიერ დანიშნულია უფასო ტრანსპორტი, რომელიც ყოველდღე, 15 წუთის განრიგით სამგორის მეტროდან (ზედა გასასვლელი) – "ისთ ფოინთის" მიმართულებით იმოძრავებს. ასევე დამატებულია ქ. რუსთავი – "ისთ ფოინთი" სპეციალური მიკრო ავტობუსი. 

"ისთ ფოინთ"-ის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.