საქართველოს ნაკრები EuroBasket 2015-ის მერვედფინალში გავიდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის play off-ში გავიდა. 

C ჯგუფიდან მეოთხე, გამსვლელი გუნდი ბოლო მატჩის დასკვნით წამებზე გამოვლინდა. საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში მასპინძელი ხორვატიას შეხვდა და ანგარიშით 71:58 მოუგო. მანამდე საქართველოს კალათბურთელებმა მაკედონიასთანაც იმარჯვეს და სასურველი ანგარიშით - 90:75 მოიგეს. ასე დახურეს C ჯგუფი 2 გამარჯვებით.

წარმატებული მატჩების გარდა, საქართველოს გუნდის ბედი საბერძნეთი-ჰოლანდიის შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ძლიერ და პატივსაცემ გუნდად გამოჩნდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე საფრანგეთის ქალაქ ლილშია. გუნდი დღეს და ხვალ ივარჯიშებს. კვირას კი ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე მერვედფინალურ მატჩში ლიტვას დაუპირისპირდება.