ქართული კულტურის პროგრამა რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას.

რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული რაგბის გუნდის მონაწილეობასთან დაკავშირებით 17-19 სექტემბერს ლონდონში, ჰიბერნია უორფზე ქართული კულტურის პროგრამა გაიმართება.

კონცერტს გამართავენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „შვიდკაცა“. ასევე გაიმართება ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშების -„ქართული სუვენირების“ გამოფენა; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო.